რუსეთის დუმაში „საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდის“ აღიარების საკითხი განიხლება

„რუსეთის დუმაში სამუშაო ჯგუფი განიხილავს სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიმართვას, რომლის წევრებიც 1920 წელს, ქართველების მიერ სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდის აღიარებას მოითხოვს“, – ამის შესახებ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ივან მელნიკოვმა განაცხადა.

მანამდე, აგვისტოს დასაწყისში სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩისლავ ვოლდონმა განაცხადა, რომ დუმა უახლოეს სხდომაზე აპირებს სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდის აღიარების შესახებ მიმართვის განხილვას.

ცნობისთვის, მანამდე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 1919 და 1920 წელს ქართველი ჯარისკაცები ოსებს სასტიკად მოექცნენ, რასაც პუტინის თქმით, „გენოციდს უწოდებენ“.

მსგავსი თემები