“დღეს ხართ, ხვალ აღარ ხართ” – მოსამართლეობის კანდიდატი ეკა ბესელიას

“დემოკრატიაა, რომ თქვენ პოლიტიკოსები ხშირად იცვლებით. თქვენ დღეს ხართ, ხვალ აღარ ხართ, ზეგ ხართ და ა.შ.” – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შოთა გეწაძემ.

მისი თქმით, პოლიტიკურ ცვლილებები არ უნდა გახდეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შეცვლის მიზეზი, წინააღდეგ შემთხვევაში ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება.  

“მე უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა ვიყო და თქვენს ცვალებადობასთან ერთად არ უნდა ვიცვლებოდე. ამას ჩვენ მივაღწიეთ რამდენიმე წლის წინ. მოსამართლეები არ უნდა ვიცვლებოდეთ, წინააღდეგ შემთვევაში დაინგრევა ეს ქვეყანა. მე ვარ უვადოდ დანიშნული და არ უნდა მაინტერესებდეს პოლიტიკური რყევები,” – განაცხადა შოთა გეწაძემ. 

მსგავსი თემები