“დღეს, ჩემი ოჯახისა და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით” – ნიკა გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით დღეს საღამოს, განცხადებას გააკეთებს. 

ნიკა გვარამიას თქმით, გადაწყვეტილება ოჯახში ერთობლივად მიიღეს.

„მეგობრებო, დღეს, ძალიან საინტერესო “პოსტ ფაქტუმის” შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”. ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და აპრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები. წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის. შევხვდებით საღამოს, “პოსტ ფაქტუმის” შემდეგ“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები