დღეს, ტრადიციულად, სამების ტაძრის მიმართულებით ალილოს მსვლელობა მოეწყობა

7 იანვარს, 14:00 საათიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით ალილოს მსვლელობა მოეწყობა.

ალილო ჩატარდება ასევე თბილისის ყველა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მსვლელობა მოეწყობა ჯვარ-ხატებით, კმევით და ნაკურთხი წყლის სხურებით.

7 და 8 იანვარს 14:00 საათიდან 20:00 საათამდე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შეგროვდება შემოწირულობა, რომელიც 9 იანვარს 12:00 საათიდან დარიგდება ბავშვთა სახლებში, არასრულწლოვანთა კოლონიაში, მოხუცთა და უმწეოთა თავშესაფრებში.

მსგავსი თემები