დღეს, სვეტიცხოველში, პატრიარქი წირვას აღავლენს

დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება. წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად, 10:00 საათიდან აღავლენს.

სვეტიცხოვლობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

სვეტიცხოვლობა უქმე დღედ არის გამოცხადებული.

მსგავსი თემები