დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის და მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ერაბ კოსტავას, დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. საქართველო დამოუკიდებელია, თუმცა, ამ დღეს, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა ვერ მოესწრო. პრემიერ-მინისტრმა, მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო

“მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს“ – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის პანთეონში განაცხადა, სადაც, მერაბ კოსტავას 80 წლისთავთან დაკავშირებით, მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

მთავრობის მეთაურმა, ასევე, სრულიად საქართველოს მიულოცა 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

„დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, დიდი იდეა, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოგვიტანა. მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. მინდა, ქედი მოვიხარო მისი ნათელი ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




მსგავსი თემები