დღეს, ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს

დღეს დილიდან ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს. ისინი საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს და ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე საარჩევნო მოდელი სრულად პროპორციულ სისტემაზე არ გადავა.

უმრავლესობაში კი აცხადებენ,  რომ ოპოზიცია ძირითადად დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული და საპარლამენტო საქმიანობაში არ  მონაწილეობს. რაც შეეხება  სასესიო  სხდომას, ის პარლამენტში ჩვეულ რეჟიმში გაიმართება.

4 თებერვალს ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიციამ პარლამენტთან დაგეგმილი აქცია გადადო.

მსგავსი თემები