„დღეს, მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა ოპოზიციის ხელშია“ – ზვიად ძიძიგური

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ დღევანდელი მოცემულობით, უპირატესობა ოპოზიციის ხელშია. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ტყუილი მიუღებელია.

„ეს არის მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა ოპოზიციის. 6 თვის განმავლობაში, როდესაც მოსახლეობას,  მსოფლიოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვპირდებოდით, რომ გადავიდოდით პროპორციულ სისტემაზე, როცა ამის შესახებ გააკეთე განცხადება გაეროს ტრიბუნიდან, ყველა საერთაშორისო დონზე, თვითონ შიგნით პოლიტიკურ მოთამაშეებს ეუბნები, რომ ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე და შემდეგ ატყუებ, რა თქმა უნდა, შენსავე  გუნდს და პარტიას აყენებ დარტყმის ქვეშ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.    

ყოფილი ვიცე-სპიკერის შეფასებით, დღევანდელი მოცემულობით, ისინი მართლები არიან იმაში, რაშიც მმართველ გუნდს ეწინააღმდეგებიან.

„ისინი მართლები არიან იმაში, რაშიც გეწინააღმდეგებიან – გვითხარი და მოგვატყუე. ესაა მიუღებელი. სწორედ ამიტომ, ამ ერთი საკითხის გამო მივიღე ის გადაწყვეტილება რა გადაწყვეტილებაც მივიღე. არ ვაპირებ თავის მართლებას იმ ნაწილში, რომ ჩვენ დავპირდით მთელს მსოფლიოს გასაგონად, ჩვენს პოლიტიკურ მოთამაშეებს საქართველოშიც და უცხოეთშიც, რომ გადავიდოდით პროპორციულ სისტემაზე და შემდეგ ეს არ გავაკეთეთ. მიმაჩნია, რომ ეს ერთი წელი, რომელიც დარჩენილია  არჩევნებამდე, მმართველი პარტიისთვის არასასიამოვნო და არაკომფორტული იქნება. ეს სხვისი ბრალი არ არის, ეს ისევ და  ისევ მმართველი პარტიის ბრალია“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მსგავსი თემები