დღეს, მთვარე სისხლისფერი გახდება

მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილი მთვარის სრული დაბნელების მოწმე გახდება. მთვარე დედამიწასთან ახლოს მდებარე ორბიტაზე გაივლის, რის გამოც, ციური სხეულის ხილვადი დიამეტრი 8%-ით გაიზრდება.

ჩვენი პლანეტა მზესა და მთვარეს შორის ზუსტად 1 საათი და 3 წუთით დარჩება . ამ დროს დედამიწის თანამგზავრი წითელ ფერს იღებს და მას “სისხლიან მთვარეს” უწოდებენ.

პროცესს ყველაზე უკეთ თვალს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის მცხოვრებლები ადევნებენ.

მსგავსი თემები