“დღეს დილით აღებული 10 ტესტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდგინდა” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს დილით აღებული 10 ტესტიდან კორონავირუსი არცერთ პაციენტს არ დაუდგინდა.

ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან 15 პაციენტის პასუხს ელოდებიან, რომელიც გვიან ღამით გახდება ცნობილი.

“80 წელზე უფროსი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. ასაკთან ერთად, მას ნერვოლოგიური დაავადება აქვს. მიუხედავად სწორი მკურნალობისა, მოსალოდნელია დაავადების გართულება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ შეიძლება გადავრჩეთ. კიდევ ორი პირის მდგომარეობა, რომლებზეც ვამბობთ, რომ შედარებით რთული პაციენტები არიან, სტაბილურია, დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება. თუმცა თითოეულ მათგანთან შესაძლოა იყოს დაავადების გართულება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები