“დღეს დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალურ-პოლიტიკური დაჯგუფება და მათი მიზანი იყო კონსტიტუციური ცვლილებების ჩაგდება” – დავით მათიკაშვილი

„მინდა მივულოცო შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილ პარტიებს, რომ გიორგი რურუა მათ პოლიტიკურ ლიდერად აღიარეს. ცხადია, რომ პოლიტიკური კონსენსუსი ცალკეული საკითხების, მით უფრო კონსტიტუციის გარშემო არის კარგი, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ჩვენ, მაგრამ ისიც ცხადია და ფაქტია და დღეს ეს დადასტურდა, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის კრიმინალურ-პოლიტიკური  დაჯგუფება და მათ არა თუ კონსტიტუციის მიღება, არ უნდოდათ, მათი მიზანი იყო კონსტიტუციური ცვლილებების ჩაგდება და ამით საკუთარი ვიწრო პარტიული ქულების დაწერა. სხვას მე ვერაფერს დავარქმევ საკითხს, როდესაც კრიმინალ რურუას გათავისუფლებასა და კონსტიტუციური პროექტი მხარდაჭერას შორის ტოლობის ნიშანს სვამენ“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია იმედგაცრუებას ვერ მალავს და მხოლოდ სპეკულაცია იყო მთი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ისინი პირველ მოსმენაზე შეეცადნენ კონსტიტუციური კანონპროექტის გადარჩენას. მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“  წარმატებით ჩააბარა დემოკრატიულობის  ტესტი და მესამე მოსმენაც სწორედ იგივე შედეგით დასრულდება და ამას საზოგადოება ნახავს.

„იმედგაცრუებას ვერ მალავს რადიკალური ოპოზიცია. ეს ნათლად გამოჩნდა ყველა იმ ჩართვაში და ინტერვიუში, რომელიც მეორე მოსმენის შემდეგ მათი მხრიდან იყო გაკეთებული. ფაქტია, რომ დადასტურდა კიდევ ერთხელ,  მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია და ტყუილი იყო მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ თითქოს რადიკალური ოპოზიცია შეეცადა პირველ მოსმენაზე გადაერჩინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მულტიფრაქციულად, დამოუკიდებელ დეპუტატებთან და სხვა ფრაქციებთან ერთად შეძლო მობილიზება იმ ხმების რაოდენობის, რომელიც აუცილებელი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღებისთვის. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ წარმატებით ჩააბარა დემოკრატიულობის  ტესტი და მესამე მოსმენაც სწორედ იგივე შედეგით დასრულდება და ამას საზოგადოება ნახავს. რადიკალურ-კრიმინალური ოპოზიცია კვლავ აგრძელებს ტყუილებით ჩვენი  საერთაშორისო პარტნიორების მომარაგებას ნაციონალური მოძრაობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ჩენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის არის ტყუილი. გიორგი რურუას შესახებ ინფორმაცია ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას“,-განაცხადა დავით  მათიკაშვილმა.​

მსგავსი თემები