დღეს გორის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

20 ოქტომბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე მდებარე გორის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვის მიზეზი გვირაბში დაგეგმილი ვენტილატორის დამონტაჟებაა. ამის გამო 11:00-დან 18:00 საათამდე, აღნიშნული საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. 

აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები გვირაბის შემოვლით გზაზე, საპატრულო პოლიციის ზედამხედველობითა და კოორდინაციით იმოძრავებენ.

მსგავსი თემები