დღეს, “არასერიოზული კაცის” – გია ფერაძის დაბადების დღეა​

კაცი, რომელიც საკუთარი მეუღლის მკვლელობის ბრალდებისთვის ციმბირის ციხეში გაამწესეს, იუბილარია.

„განგაში”, “მოიტაცეს თამარ ქალი” და სხვა ფილმების მთავარი როლის შემსრულებელ გია ფერაძეს დღეს 71 წელი შეუსრულდებოდა. მას 18 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. განსაკუთრებით გამორჩეულია “განგაში”, “მოიტაცეს თამარ ქალი” და “არასერიოზული კაცი”.

გია ფერაძემ 1970 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში, მათ შორის, კინოსტუდია „ლენფილმში”, ხოლო 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.

1985 წლის 19 მარტს გია ფერაძემ (ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ), კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მეუღლე, ცნობილი მოქანდაკის და სახალხო მხატვრის, ჯუნა მიქატაძის შვილი, ირინა მიქატაძე მოკლა. მკვლელობის ბრალდებით, ფერაძე სასჯელს ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა. გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან, ორიოდე წელში გარდაიცვალა.

გია ფერაძეს და მის მეუღლეს ირინა მიქატაძეს დარჩათ ქალიშვილი მარიკუნა, რომელიც მკვლელობის დროს 11 თვის იყო. მარიკუნა ამ ტრაგედიის მოხდენისთანავე, ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.

მსგავსი თემები