დღეიდან, პენსიონერები და შშმ პირები, სამკურნალო მედიკამენტს ლარად იყიდიან

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, რომლის გაფართოებაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 16 ივლისს დააანონსა, დღეიდან ამოქმედდა.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, პენსიონრები, შშმ პირები და სოციალურად დაუცველები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, დღეიდან შეუფერხებლად, 1 ლარად იყიდიან.  

შეგახსენებთ, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 სახეობის მედიკამენტის 1 ლარად ყიდვა პენსიონერებს, შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველებს შეუძლიათ. პროგრამისთვის, საქართველოს ბიუჯეტიდან, 20 მლნ ლარი გამოიყო.

მსგავსი თემები