დუშეთში  ისტორიული უბნები განახლდება

რეგიონული განვითარებისთვის საქართველომ  მსოფლიო ბანკისგან  მორიგი დაფინანსება  მიიღო.  თანხის ნაწილი  დუშეთის ისტორიული უბნების  განახლებისთვის დაიხარჯება. პროექტი ძველ შენობა-ნაგებობების პირვანდელი, ისტორიული სახით აღდგენას ითვალისწინებს.  ასევე, გათვალისწინებულია ქუჩების კეთილმოწყობა და ახალი ასფალტობეტონის საფარის დაგება.

როგორც „მთავარს“ სახელმწიფო რწმუნებულმა -გუბერნატორმა  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ლევან ზაუტაშვილმა განუცხადა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონური განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში,  ქალაქ დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება იწყება.

მისივე ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან დაიწყებენ იმ შენობა – ნაგებობების მესაკუთრეებთან შეხვედრებს, რომელი შენობებიც პროექტში მოექცევა. მოსახლებას ინფორმაციას დეტალურად მიაწვდიან და მათ მოსაზრებებს მოისმენენ.

„ პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქ დუშეთში ტურიზმის განვითარებას, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის ეკონომიურ მდგომარეობისკენაა მიმართული.  აღნიშნული პროექტი კარგ შესაძლებლობას იძლევა  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, რომელიც ინტეგრირებული იქნება ტურიზმის სექტორთან. შეხვედრის მიზანია, საჭიროების შემთხვევაში  ადგილობრივებს  დავეხმაროთ, ბიზნესის განვითარებისთვის სწორი საფინანსო ორგანიზაცია  შეარჩიონ“ , – განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა „მთავართან“ საუბრისას.

გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი მის მოადგილე  მანანა ნარიმაძესთან ერთად დუშეთის  ისტორიულ უბანში მცხოვრებ მოსახლეობას 9 ივლისს შეხვდება.

მსგავსი თემები