დოპინგების შემოტანა, ნარკოტიკების მსგავსად უნდა აიკრძალოს და გაკონტროლდეს  

საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე თემურ უკლება აცხადებს, რომ ​დოპინგური პრეპარატების, მათ შორის, ანაბოლური და ანდროგენული​ სტრეოიდების შემოტანა ქვეყანაში დღეის მდგომარეობით არ კონტროლდება და მოითხოვს, შეიზღუდოს მათი იმპორტი და ნარკოტიკებისა და ფისქოტროპული პრეპარატების მსგავსად აიკრძალოს და გაკონტროლდეს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს ვიცე თავმჯდომარე თემურ უკლებამ განაცხადა, 2017 წლის ჩათვლით დოპინგის გამოყენების გამო დისკვალიფიცირებული 41 ქართველო სპორტსმენიდან 50% სწორედ ანაბოლური და ანდროგენული სტეროიდები​ს მოხმარების გამო ჩავარდნენ.

​​დღეისთვის თავისუფლად შემოდის ანაბოლური და ანდროგენული სტეროიდები, არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. ჩვენ გვსურს და სპორტის სამინისტროც მხარს გვიჭერს, რომ როგორმე შეიზღუდოს მისი იმპორტი  და გახდეს კონტროლირებადი, როგორც ნარკოტიკები და როგორ აქტიური ფსიქოტროპული ნივთიერებები”, – აცხადებს თემურ უკლება.

​მისივე ინფორმაციით, ​ერთ-ერთი კომპანია დაინტერესებული იყო ეს ნივთიერება ინდოეთიდან შემოეტანა,  საქართველოში დაეფასოებინა და სამკურნალო პრეპარატის ფორმა მიეცა.  მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

” ეს მართლაც ერთი კარგი შედეგი იყო გაერთიანებული კომიტეტის შეხვედრაზე, ასევე მხარი დაგვიჭირა პარლამენტმა რომ დადგენილება მიეღო მთავრობას, რომელიც ანაბოლური და ანდროგენული სტეროიდები​ს იმპორტს შეზღუდავდა და სრული კონტროლი დაწესდებოდა. ეს დადგენილება ვერ მივიღეთ. მთავრობაში მიმდინარე რეფორმებმა ხელი შეგვიშალა, რომ გაგვეტანა მთავრობის სხდომაზე”, – აცხადებს თემურ უკლება და იმედოვნებს, რომ ამ საკითხს ხელისუფლება კვლავ დაუბრუნდება.

 

მსგავსი თემები