დოპინგების გამოყენებისთვის 41 ქართველი სპორტსმენი ჩავარდა

მსოფლიო მასშტაბით, სპორტსმენების მხრიდან დოპინგების გამოყენების შემთხვევები საკმაოდ მასშტაბურია. მათ შორისაა საქართველო. 2017 წლის ჩათვლით, დოპინგების გამოყენების გამო დისკვალიფიკაცია 41-მა ქართველო სპორტსმენმა მიიღო. აღნიშნულ პრობლემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს ეროვნული ანტი დოპინგური სააგენტოს ვიცე თავმჯდომარე თემურ უკლებამ ისაუბრა.

დოპინგების გამოყენების მხრივ, ბოლო წლების მონაცემები შემდეგია: ბოდიბილდინგში 270 ჩავარდნილი სპორტსმენი, მძლეოსნობაში – 242; ძალოსნობაში – 239; ველოსპორტში – 200; ბეხბურთში – 108; რაგბი – 80; კრივი – 66; ჭიდაობა – 57. 2017 წლის ჩათვლით, დოპინგების გამოყენების გამო სულ ჩავარდა 41 ქართველო სპორტსმენი ჩავარდა.

როგორც თემურ უკლებამმედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​2017 წლის მონაცემებით ყველაზე მეტი დოპინგის მოიხმარება 1,7% დაფიქსირდა ჭიადობაში, მას მოსდევს ძალოსნობა 1,5 % -ით, რაც თემურ უკლებას განმარტებით წინა წლებთან შედარებით კლების მაჩვენებელია და 1% ძიუდო -ში, მაშინ როცა ძიუდოში არც ერთი ქართველი სპორტსმენი არ ჩავარდნილა.

უკლებას ინფორმაციით, 2017 წელს 474 ტესტი ჩატარდა და 147 სპორტსმენი შემოწმდა. დოპინგზე შემოწმება ძირითადად მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების წინ ხორციელდება, რათა შეჯიბრებაზე ყველა სპორტსმენი მომზადებული წარდგეს.

“სპორტსმენის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში ზარალდება არა მხოლოდ თავად პიროვნება, არამედ სახელმწიფოც. ერთი სპორტსმენის მომზადებაში წელიწადში დაახლოებით 120-დან 150 ათას ლარამდე ხარჯავს სახელმწიფო და 2-3 წელი რომ ჩაგეყრება ერთად წყალში, კარგავ კარგ სპორტსმენს, რომელსაც შეუშლია სახელმწიფოს მოუტანოს ბენეფიტები, პლუს განიცდი ეკონომიკური ზარალის, პიროვნება ანებებს თავს სპორტს და ფიქოლოგიურად ნადგურდება. ნახევარ მილიონ ლარზე ნაკლებ ზარალს არ ნახულობს სახელმწიფო სპორტსმენის დისკვალიფიკაციით, ამაში შედის სამედიცინო მომსახურება, მწვრთნელი და სხვა”, – აცხადებს თემურ უკლება.

მსგავსი თემები