დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ისევ აპირებს

 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის ემზადება. აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი არც იმას მალავს, ვინ უნდა, რომ მთავარ კონკურენტად იხილოს. მისი სურვილია, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონს დაუპირისპირდეს.

„ვერ ვხედავ ვინმეს, ვისთანაც არჩევნებზე მეტოქეობა არ მსურდეს, თუმცა, მე კლინტონი მომწონს, დემოკრატიული პარტიის ყველა კანდიდატი მომწონს. ჩემი სურვილია, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კვლავ ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შევებრძოლო“ – აცხადებს დონალდ ტრამპი.

რაც შეეხება ჰილარი კლინტონის პოზიციას, საკუთარი გადაწყვეტილება მკვეთრად არ გამოუხატავს, თუმცა, აღნიშნა, რომ გამორიცხული არ არის კვლავ იბრძოლოს პრეზიდენტობისთვის.

მსგავსი თემები