დიღმის ჭალების პროექტის განხორციელებას მომავალი წლიდან დაიწყება

 თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, დიღმის ჭალების პროექტის განხორციელება მომავლი წლიდან დაიწყება. პროექტის პრეზენტაცია კი, უახლოეს მომავალში შედგება.

როგორც კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში ერთწლიანი ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. თბილისში კიდევ ერთი პარკი გაშენდება.

„უკვე გვაქვს დიღმის ჭალების პროექტი. უახლოეს მომავალში გავაკეთებთ პრეზენტაციას. ძალიან მაგარი პროექტი გამოდის და კიდევ ერთი საქალაქო პარკი შეემატება ქალაქს, ამ პროექტის განხორციელებას მომავალ წელს ვიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციაზე მუშაობა, ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო.  საუბარია 500 000 კვ.მ. ფართობზე დასასვენებელი პარკის მოეწყობაზე.

როგორც თბილისის ყოფილი მერი, დავით ნარმანია აცხადებდა, პროექტის განხორციელების შედეგად ფუნქციას შეიძენს თბილისის საზღვრებში არსებული ერთადერთი კუნძული, რომელიც დღემდე სრულიად უფუნქციოა, მაშინ, როდესაც ის დედაქალაქის ერთ-ერთ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მდინარე მტკვრის სანაპიროზე კი სასეირნო ბილიკების მოწყობა იყო დაგეგმილი.

მსგავსი თემები