დილის გარბენი თბილისის მერთან ერთად – სპორტული აქცია პოლიტიკოსების მონაწილეობით

დედაქალაქის მერიის ინიციატივით, გარბენი “თბილისი“ პირველად გაიმართა, რომელშიც დღეს, თავად თბილისის მერი, კახა კალაძე მონაწილეობდა.

როგორც კახა კალაძე აცხადებს,  დღევანდელი ღონისძიება ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და მის პოპულარიზაციას ემსახურება. ის არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება და  მოსახლეობას კიდევ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას შესთავაზებს, რათა ყველა ადამიანი მიხვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება.

„მიხარია, რომ ღონისძიებაზე ამდენი ხალხი მოვიდა, ყველა თაობის წარმომადგენელი. მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში მოსახლეობას კიდევ სხვა სახის სპორტულ ღონისძიებებსაც შევთავაზებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, გარბენში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, მერის მოადგილეები, თბილისის სხვადახვა რაიონების გამგებლები, მთავრობისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პროფესიონალი სპორტსმენები.

გარბენი 24 ივნისს დილის 9 საათზე ვაკის პარკიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა.

გარბენი „თბილისი“ დედაქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურებოდა.





მსგავსი თემები