დიდ დიღომში 10 საბავშო მოედნისა და 23 სკვერის მოწყობა იგეგმება

თბილისში, დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, მთლიანად საბურთალოს რაიონში კი 23 სკვერის გაკეთებაა დაგეგმილი.  

როგორც საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ განაცხადა, დიდ დიღომში მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება.

“დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გამგეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ერთ-ერთი პროექტი პეტრიწის ქუჩის N5 ა-სთან უკვე დაწყებულია,” – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა.

მსგავსი თემები