დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით 5 წლის ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, 5 წლის ბიჭს თანმხლები ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

ქვეყნის მთავრობის მინისტრის, მაიკლ გოუევის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსს 708 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 4313-ს მიაღწია.

მსგავსი თემები