დიდ ბრიტანეთში “ახალი კორონავირუსით” მესამე ადამიანი გარდაიცვალა

გაერთიანებულ სამეფოში “ახალი კორონავირუსით” მესამე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულია 273 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 60 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში იტალიაში მოგზაურობიდან დაბრუნდა. ის მკურნალობას მანჩესტერის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა.

“ახალი კორონავირუსით” ინფიცირების შემთხვევა დღეისთვის მსოფლიოს 108 ქვეყანასა და რეგიონშია დაფიქსირებული. ინფიცირებულია 110 ათასამდე ადამიანი. 60-ათასზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 3800-ზე მეტი ადამიანისთვის.

მსგავსი თემები