„დიდოსტატის მარჯვენა“, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს” – შალვა თადუმაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორი, შალვა თადუმაძე საქართველოს პროკურორთა კონფერენციის დაწყებამდე, რამდენიმე დღის წინ პარლამეტში მის მოსმენას გამოეხმაურა, სადაც მას “დიდოსტატის მარჯვენაზე” კითხვა დაუსვეს.

„ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება, ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. გისურვებთ წარმატებებს”, – განაცხადა თადუმაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენდნენ, რომან გოცირიძემ მას დაუსვა კითხვა – „ვინ დაწერა დიდოსტატის მარჯვენა“. თადუმაძის პასუხი იყო – „არ ვიცი“.

მსგავსი თემები