“დიდი რისკია, რომ მთავარი პროკურორი შოთაძე გახდეს” – პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი

მთავარი პროკურორობის კანდიდატის, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ირაკლი შოთაძის მიმართ ტენდენციურობა უკვე გამოკვეთილია და პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული შეფასებები სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა საპროკურორო საბჭოზე. როგოც

„ძალიან სამწუხაროა, რომ ტენდენციურობა უკვე გამოიკვეთა, რომ მთელმა რიგმა პოლიტიკოსებმა, უმრავლესობის ლიდერებმა გააკეთეს გაცხადება, რომ შოთაძე კარგი კაცია. ეს პირდაპირი ზეწოლაა საპროკურორო საბჭოზე და არ შეიძლებოდა, რომ ჯერჯერობით, მათ ეს განცხადება გაეკეთებინათ. ფაქტობრივად, საპროკურორო საბჭოს მინიშნებაც კი მისცეს, რომ აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული ოდიოზური პიროვნების, შოთაძის არჩევა” – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ყოფილი პროკურორის ისევ დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ის საზოგადოებას ეთამაშება. კობაიძე, პროკურორობის კანდიდატ შოთაძესთან მიმართებაში დავით სარალიძის საქმესაც იხსენებს და მის დაბრუნებას თამაშს უწოდებს.

„მან სარალიძის საქმეზე ქუდიც დაიხურა და წავიდა. ახლა რა გამოდის, არაფერი არ მომხდარა, კარგი კაცი ყოფილა და ისევ ბრუნდება? ამას ხომ არავინ დაიჯერებს და ცუდია, რომ ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ეს კანდიდატი. მთელი ქვეყანა იქ იდგა, როცა სარალიძეს შველა სჭირდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ სარალიძე ამაზე კომენტარს გააკეთებს და დაგმობს აღნიშნულ ფაქტს” – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

ის ნეგატიურად აფასებს შოთაძის პიროვნებას და ამბობს, რომ იმ საზოგადოების ინტერესებსაც ლახავს.

“ამ ადმიანს არც რეიტინგი, არც გავლენა და ავტორიტეტი არ აქვს საზოგადოებაში, მაშინ როცა მას იმიჯი შელახული აქვს, განვლილი აქციებიდან გამომდინარე. მისასალმებელი იყო მისი გადადგომა, დადებითად შევაფასებთ, მაგრამ ახლა რომ ბრუნდება, ეს უკვე თამაშია, ანუ გამოდის რომ გვეთამაშება. შოთაძე ამ საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებსაც ლახავს “- განაცხადა პროკურორობის კანდიდატმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მოქმედი ადვოკატი, მთავარ პროკურობს შემტხვევაში, პირობა იძლევა, რომ პროკურატურა პოლიტიკური ინსტიტუტი არ იქნება: “არც ერთ თანამდებობას არ ჩამოვეკიდები და არ მივიღებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და არც არავისზე განვახორციელბ ამ ყოველივეს. არ მოხდება სხვა მოტივებით ბრალის წაყენება.  პროკურატურა არ იქნება პოლიტიკური ინსტრუმენტი”.

მსგავსი თემები