დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და გასაღებისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის  ბრალდებული ჯ.ე. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჯ.ე.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი  ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 7 აბი, საიდანაც 2018 წლის 31 მარტიდან 2018 წლის 28 აპრილის ჩათვლით, ქ.თბილისში, ღამის კლუბ „ბასსიანში“ 2 აბი 240 ლარის საფასურად,  3 აბი 360 ლარის საფასურად და 2 აბი  240 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე. 

სამართალდამცველებმა ჯ.ე.  2018 წლის 12 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სამ ეპიზოდში (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და  გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჯ.ე. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად8  წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.

მსგავსი თემები