„დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა! – იმედისმომცემი მომავალი აქვს საქართველოს” – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. მმართველი პარტიის ლიდერმა სტუმარს ბათუმში უმასპინძლა.

ბიძინა ივანიშვილმა, დონალდ ტუსკს საქართველოს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში, მაღალი რანგის ბევრი სტუმრების ამ რაოდენობით მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მმართველი პარტიის ლიდერთან შეხვედრა საინტერესოდ და შთამბეჭდავად შეაფასა და გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველო კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს.

„ დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა! ძალიან საინტერესო და შთაგონების მომცემი შეხვედრაა. დღეს თქვენთან, თქვენს ოპონენტებთან, მთავრობასთან და ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ  ვგრძნობ, რომ ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს საქართველოს, არსებული პრობლემების მიუხედავად. ძალიან ღია და გახსნილი კომენტარები გავაკეთეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერის გაერთიანებული ძალისხმევის პირობებში, სანამ შეგიძლიათ ერთად მოქმედება აზრთა განსხვავებულობის მიუხედავად, პოლიტიკური დებატების პირობებში და ვიდრე ოპტიმისტურად იქნებით განწყობილნი, ასეც იქნება. მადლობას გიხდით ამ შეხვედრისთვის. თავს განსაკუთრებულად და გამორჩეულად ვგრძნობ. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს. ვფიქრობ, საქართველოში ყველაფერი შესანიშნავადაა”,- განაცხადა დონალდ ტუსკმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას.

მსგავსი თემები