დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას „კოვიდ-19“-ის ტესტის ინტერნეტით გამოწერა შეუძლია

“ბიბისის” ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ „კოვიდ-19“-ის ტესტების დისტრიბუციის მიზნით ონლაინ სისტემა შექმნა.

ბრიტანეთში კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირებს შეუძლიათ, ტესტი ონლაინ შეუკვეთონ. საიტზე ზედმეტად მაღალი მოთხოვნის გამო, სისტემა გახსნიდან ორ საათში დროებით დაიკეტა, თუმცა ბრიტანეთის მოსახლეობამ 20 000-მდე ტესტის შეკვეთა მოახერხა. ტესტების არსებული რესურსებით, ბრიტანეთს ამ მეთოდით დღეში 20 000 ტესტის გაცემა შეუძლია, თუმცა როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, აპრილის ბოლოს ქვეყანაში დღეში 100 000 ტესტის გაცემის საშუალება იქნება.

მსგავსი თემები