„დიდი ალბათობით მეორე ტალღა იქნება და ეს იქნება შემოდგომაზე“ – ალექსანდე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდე გოგინავა ვარაუდობს, რომ ვირუსის მეორე ტალღა ქვეყანაში შემოდგომზე იქნება, თუმცა ფიქრობს, რომ საქართველო ამ ეტპაპისთვის უფრო მომზადებული იქნება.

„დიდი ალბათობით, მეორე ტალღა იქნება და სავარაუდოდ ეს იქნება შემოდგომაზე. რა თქმა უნდა, საქართველო და არა მარტო საქართველო ბევრად უფრო მომზადებულები შევხვდებით, რადგან ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს ამ ვირუსის შესახებ. ასევე, ვვარაუდობთ, რომ ამ დროისთვის შესაძლებელია უკვე იყოს ეფექტური ანტივირუსული პრეპარატი. შესაძლებელია, მალევე მოხდეს ეფექტური ვაქცინის შექმნა. მეორე ტალღა იქნება, თუმცა მას შევხვდებით ბევრად უფრო მობილიზებულები, რაც ბევრად ნაკლებ პრობლემას გამოიწვევს“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

მსგავსი თემები