დიდთოვლობის გამო, მაღალმთიანი აჭარა გარესამყაროს მოწყდა. თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს.
ჩაკეტილია ხულოს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა. ასევე შეზღუდულია მოძრაობა ბათუმი-ხულოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე.
სასწავლო პროცესი შეწყვეტილია მაღალმთიანი აჭარის ყველა სკოლაში. ელექტროენერგია არ მიეწოდება ხულოს რამდენიმე სოფელს.
აჭარის მაღალმთიან რეგიონებში ამ დროისთვისაც ინტენსიურად თოვს.