„დიდება უკრაინას“ – მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაიბრუნა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი ისევ უკრაინის მოქალაქეა. პირველი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გადადგა, სწორედ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენაა. პრეზიდენტმა ზელინსკიმ, აღნიშნული ქმედებით უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის მიერ დაშვებული შეცდომა გამოასწორა.

უკრაინის მთავრობის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.

„დღეს სამართლიანობა აღდგა, ჩვენ ვიცით სამართლიანობის ფასი“ – ასე ეხმაურება იულია ტიმოშენკო სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, აღნიშნული ქმედებისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მან გმირული ნაბიჯი გადადგა.

„მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის! დიდება უკრაინას!“, – ასეთია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პირველი ემოცია. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას და უკრაინისთვის ბრძოლას აპირებს.

მსგავსი თემები