„დიახ, პრეზიდენტის მოვალეობაა საზღვარი დაიცვას, საზღვარზე მივიდეს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას“ – პრეზიდენტი

„სწორედ დღეს საჭიროდ მიმაჩნია ვილაპარაკო პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც ხშირად ან არასწორად გაგებულია, ან განზრახ დამახინჯებული, რომ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

საზღვრების თემით დავიწყოთ“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე გააკეთა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ჩვენს მეზობლებთან საზღვარი დადგინდეს.

„დიახ, პრეზიდენტის მოვალეობაა საზღვარი დაიცვას, საზღვარზე მივიდეს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას. რაც მთავარია, ყველაფერი იღონოს რომ ყველა ჩვენს მეზობელთან საზღვრები დადგინდეს. ამდენად, მოლაპარაკებების განახლება და ამ პროცესის დაჩქარება და მხარდაჭერა ზუსტად ჯდება პრეზიდენტის მოვალეობაში“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები