დიასპორული ორგანიზაციები ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლობისთვის ერთიანდებიან

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 12 დიასპორულ ორგანიზაციას უმასპინძლა, რომლებიც ერთიანდებიან დიასპორული ორგანიზაციების კოალიციაში. ამ კოალიციაში უახლოეს დღეებში დაგეგმილია მსოფლიოს 40-მდე დიასპორული ორგანიზაციის გაერთიანება.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ მოწვეულ სტუმრებს გააცნო სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვები ქართულ დიასპორებთან და მიგრაციულ საკითხებთან დაკავშირებით.

ასოციაცია “თვისტომის” თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძემ კი საზოგადოებას დიასპორული ორგანიზაციების კოალიციის წესდება, ხედვები და კონკრეტული წინადადებები გააცნო. წარდგენილ იქნა ასევე ახალი კოალიციის კონცეფცია -“ძლიერი სათვისტომო – ძლიერი საქართველო”.

ამ კონცეფციაში მოცემული იყო კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ შეიძლება ჩართოს სახელმწიფომ უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეები სახელმწიფოს მშენებლობაში. ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააჟღერეს საკუთარი ინიციატივები. კომიტეტის თავმჯდომარე ემიგრანტებს შეჰპირდა, რომ მათი ყველა ინიციატივა იქნება განხილული მათთან ერთად.

საკომიტეტო მუშაობის შემდეგ გაიმართა “დიასპორული ორგანიზაციების კოალიციის” დაფუძნების და წესდებაზე ხელმოწერის ცერემონია.

მსგავსი თემები