“დე-ფაქტო არჩევნებში, გაიმარჯვა საოკუპაციო რეჟიმმა და სასტიკად დამარცხდა აფხაზი ეთნოსი”- ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგებს ბათილად ცნობს და არ აღიარებს. მისი თქმით, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში, რაულ ხაჯიბმას გამარჯვება, შესაძლებლობას მისცემს რუსეთს, უფრო მეტად გაატაროს თავისი ინტერესები, ოკუპირებულ რეგიონში.

როგორც ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რაულ ხაჯიბმას გამარჯვება, გამოიწვევს ეროვნულ შუღლს. მისი თქმით, არჩევნების გასაჩივრების შემდეგ, სასამართლო ან ახალ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავს, ან დაიწყება გამოსვლები, რასაც მოჰყვება დესტაბილიზაცია.


“არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოკუპანტის დროებითი გამარჯვებითა და იმავე ოკუპანტის მეცადინეობით, ილუზიების ტყვეობაში მყოფი აფხაზი ხალხის დამარცხებით დასრულდა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს იქ ვინ მოვა, რადგანაც ყველა კანდიდატი, ამ ე.წ პრეზიდენტობის, რუსეთს ეფიცება ერთგუილებას. ხაჯიმბამ, მიიღო 39 ათასზე მეტი ხმა და ამ დროს 300 ათასზდე მეტი ადამიანი არის დევნილი. ახლა წარმოიდგინეთ ამ არჩევნების ლეგიტიმუყრობა. ამ დე-ფაქტო არჩევნებში გაიმარჯვა საოკუპაციო რეჟიმმა და სასტიკად დამარცხდა აფხაზი ეთნოსი. აფხაზთა დამარცხება, არსებითად ქართველთა დამარცხებასაც ნიშნავს.

რუსეთი, აფხაზების სახელით ფლობს იმ ტერიტორიას, მაგრამ აფხაზებს ის არ ენდობა. ამიტომ, მას სჭირდება საიმედო დასაყრდენი და ამ შემთვევაში საიმედო დასაყრდენი არის ხაჯიმბა. ეს აუციულებლად გამოიწვევს ეროვნებათა შორის შუღლის გამოწვევას, რაც, ისევ და ისევ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს,”- განაცხადა ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

ჯემალ გამახარია, სოლიდარობას უცხადებს, აფხაზ ხალხს და სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს.

“ვუცხადებთ სოლიდარობას აფხაზ ხალხს. კიდევ ერთხელ გვსურს ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი, ჩვენს შორის გათიშულობის დაძლევაში, შერიგებასა და კვლავ გაერთიანებაშია,”- განაცხადა ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები