„დესტრუქციული ცხელი თავები ამბობენ“ – ანალიტიკოსი ოპოზიციას ურჩევს, დიპლომატებს კი არა, ვენეციის კომისიას მიმართოს

„თუ ხელისუფლებას მართლა სურს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, არსებობს მექანიზმები და ვარიანტები, რითაც შესაძლებელია, პროცესები საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნდეს და პროპორციული სისტემაზე გადავიდეთ. ამით, უმრავლესობის მხრიდან პროვოცირებული პროცესებიც ჩაცხრება და „გადაგდებული“ ამომრჩევლები თავს „გადაგდებულად“ არ ჩათვლის“ – აცხადებენ გაერთიანებულ ოპოზიციაში და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ვარიანტებს დიპლომატებს აცნობენ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციაც და უმრავლესობაც, საკუთარ პოზიციებს მყარად ამაგრებენ და არ ფიქრობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მიბრუნება რეალური იყოს. ამავდროულად, ოპოზიციურ გაერთიანებას რჩევას აძლევს.

„მმართველი გუნდი მყარადაა თავის ინტერპრეტაციაში. ოპოზიციაც ასეა.  მათ შორის, უსუფაშვილი და სხვებიც, არიან იქ კონსტრუქციული ადამიანები, რომლებიც  მყარად არიან თავის ინტერპრეტირების პოზიციაზე. ოპოზიციურმა გაერთიანებამ თქვა, რომ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. ასეთ შემთხვევაში,  კარგი იქნებოდა მიმართონ ვენეციის კომისიას. სწორედ მათ გვითხრან, რამდენად ჯდება მათ მიერ გაჟღერებული პროექტი  კონსტიტუციის ფარგლებში. გუშინ მოვისმინეთ ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის, აპატურაის განცხადება, რომელმაც თქვა, არსებული სისტემა თუ  ჩავარდნილი სისტემა, ორივე ლეგიტიმურია. ოპოზიციის დესტრუქციული, ცხელი თავები კი ამბობენ, რომ ივანიშვილმა მიიტაცა არჩევნების სისტემა. ორივე სისტემა ლეგიტიმურია, მაგრამ ეს 0%-იანი იყო საუკეთესო და ისტორიული მნიშვნელობის, რომელიც, მმართვლი გუნდის უპასუხისმგებლო მაჟორიტარებმა ჩააგდეს“ – განაცხადა ანალიტიკოსმა „მედიაცენტრ მთავართან“.  

მსგავსი თემები