დეპუტატი სულეიმანოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს

პარლამენტის დეპუტატი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აზერ სულეიმანოვი, მარნეულის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. მას დღეს ბრალს გააცნობენ, თუმცა რადგან დეპუტატის იმუნიტეტი იცავს, ამ ეტაპზე მისი დაკავება არ იგეგმება.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, სულეიმანოვისთვის წარდგენილი ბრალდება 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურაში შესვლამდე დეპუტატს „მთავარი“ ესაუბრა. როგორც მან გვითხრა, საქმის კურსში არ არის რა ხდება.

„არაფერი ვიცი, პროკურატურიდან დამირეკეს  და დაკითხვაზე დამიბარეს. არაფრის საქმის კურსში არ ვარ. არც ინცინდენტში მიმიღია მონაწილეობა და არც ის ვიცი რისთვის უნდა დამაკავონ“ , – განაცხადა   დეპუტატმა .

აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარნეულში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით  უკვე დაკავებულია მარნეულის მერი.

დეპუტატთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტში ირკალი კობახიძემაც გააკეთა და პროკურატურიდან მის სახელზე გაგზავნილი წერილიც წაიკითხა, სადაც საუბარია სულეიმავოვის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სავარაუდოდ, მომხდარ  ინცინდენტში  გარეული იყო საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი აზერ სულეიმანვი და პროკუტურამ გამოიტანა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

მსგავსი თემები