დეპუტატი მელია პროკურატურას არ ემორჩილება, შესაძლოა ის დააკავონ

“ნაციონალური მოძრობის” წევრი ნიკა მელია, დღეს პარლამენტში ისე მივიდა, რომ პროკურატურა საქმის კურსში არ ჩაუყენებია. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა დეპუტატმა , საცხოვრებელი ადგილი ისე დატოვა, საგამოძიებო ორგანო არ გაუფრთხილებია.

ნიკა მელიას განცხადებით, ის სხდომებზე დასწრებას და რეგიონებში ხალხთან შეხვედრას გეგმავს. მისი თქმით, ის არაპირებს პროკურატურას დაემორჩილოს.

“მოვალ, როდესაც ჩავთვლი საჭიროდ და ვივლი არამხოლოდ პარლამენტში, არამედ იქ, სადაც როგორც პარლამენტარმა უნდა განახორციელოს თავისი უფლებამოსილება. ვივლი ქუჩაში, რაიონში და ა.შ.  მე, პარლამენტის წევრი, როდესაც პარლამენტის შენობაში უნდა მოვიდე, არანაირად არ ვთვლი აუცილებლად, პროკურატურა საქმის კურსში ჩავაყენო. მოვედი იქ, სადაც წესით და რიგით ყოველდღე უნდა დავდიოდე. როდესაც საჭიროდ ჩავთვლი, აუცილებლად მოვალ. ვიქნები აქტიური არა მარტო პარლამენტის შენობაში, არამედ საკანონმდებლო ორგანოს მიღმაც. ვგეგმავ ბევრ შეხვედრას ამომრჩეველთან თბილისსა და რეგიონებში. ამას მარტივი ენით ჰქვია დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელება. არაფერი ექსტრაორდინალური აქ არ ხდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ, 2019 წლის 10 სექტემბერს, დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი, რის შემდეგაც, პროკურატურისგან მან მიიღო გაფრთხილება, რომ  მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებული იქნება აღკვეთის ღონისძიება. 

https://mcm.ge/%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a8/

მსგავსი თემები