„დეპუტატებს მოვუწოდებ, არც ერთ მოსამართლეს მხარი არ დაუჭიროს” – ალექსანდრე ბარამიძე

„მოვუწოდებ დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი ამ სიაში არც ერთ კანდიდატს, რადგან ისინი, პირველ რიგში, შერჩეული იქნენ დისკრედიტირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, რომელსაც მართავს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი,“ – ამის შესახებ სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრმა, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ – ალექსანდრე ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბარამიძეს მიაჩნია, რომ შექმნილო მდგომარეობოდან ბოიკოტი საუკეთესო გამოსავალია.

“მოვუწოდებ დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი ამ სიაში არც ერთ წარმომადგენელს. თუ დეპუტატების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ არ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას, საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ, თუნდაც იმ დეპუტატებმა, რომლებიც შევლენ დარბაზში, არ უნდა მისცენ ხმა არც ერთ კანდიდატს, იმიტომ, რომ ისინი არიან არალეგიტიმურად ქცეული ორგანოს მიერ წარდგენილი კანდიდატები, რომელსაც არ ეთანხმება საზოგადოების არც ერთი სერიოზული ნაწილი. ისინი, პირველ რიგში, შერჩეული იქნენ დისკრედიტირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, რომელიც იმართება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მიერ, თვითნებური პროცედურების საფუძველზე, რაზეც არა ერთი კრიტიკული შენიშვნა გამოთქვა ვენევიის კომისიამ. ისინი შერჩეული იქნენ იმ პროცედირების საფუძველზე, რომელიც შეესაბამებოდა მხოლოდ კლანის და ბიძინა ივანიშვიის მოთხოვნებს და აქედან გამომდინაარე, არც ერთი არ უნდა იქნეს არჩეული,” – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

მსგავსი თემები