დეპუტატები განცხადებას ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ

დეპუტატებმა – დავით ჭიჭინაძემ,  ალექსანდრე ერქვანიამ, ბიძინა გეგიძემ, ემზარ კვიციანმა, ნატო ჩხეიძემ, კახა ოქრიაშვილმა განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას არ აპირებენ.

პარლამენტის სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მას 120 დეპუტატი ესწრება და საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უნდა დაუჭიროს მხარი.

კენჭისყრაში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს, ევროპული საქართველო კი ინიციატივას მხარს უჭერს.

პარლამენტის სხდომაზე განცხადება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშმაც გააკეთა და საკონსტიტუციო ცვლილებებს ფრაქციის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე, მხარდაჭერა გამოხატა „პატრიოტთა ალიანსმა“.  

შეგახსენებთ, რომ პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ ხმას მოიპოვეს, მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას  ვერ შეძლებს.

მსგავსი თემები