დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 240 მილიონი ლარით იზრდება 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 240 მლნ. ლარით შეადგენს 3 მილიარდ 863.1 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%).

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის – 2 მილიარდ 684.2 მლნ ლარი, საიდანაც ერთი მილიარდ 925 მილიონი ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან;

​ასევე, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია ერთი მილიარდ 048.6 მლნ ლარი;

მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის – 754.0 მლნ;

იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 42,7 მლნ ლარი.  ამავე მიზნობრიობით საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 50,0 მლნ ლარი, შესაბამისად დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს 92,7 მლნ ლარს.

მსგავსი თემები