დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროში შეჭრა სცადეს

ხმაური და დაპირისპირება იყო ჯანდაცვის სამინისტროში. დევნილებმა, რომლებიც მე-19 დღეა უწყების ფოიეს არ ტოვებენ და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ, სამინისტროში შეჭრა სცადეს.

დევნილებთან შესახვედრად სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გიორგი წოწკოლაური მივიდა, რომლის გამოჩენასაც დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

წოწკოლაურის განცხადებით, პრობლემების მოსაგვარებლად უკვე მუშაობს სპეციალური კომისია და ეს იქ მყოფმა ადამიანებმა იციან. თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე ეჭვობს, პროტესტი, რომელიც უკვე მე-19 დღეა მიმდინარეობს, მართულია.

დევნილების ნაწილი, მას შემდეგ რაც წოწკოლაურს გარეთ დახვდნენ, სამინისტროს მიღმა დარჩნენ, ვინაიდან შენობის კარები ჩაიკეტა. დევნილების ნაწილი ამ დრომდე კვლავ სამინისტროს შიგნით რჩება, ნაწილი კი სამინისტროს წინ აგრძელებს პროტესტს.

მსგავსი თემები