„დედაში არსებული კორონავირუსი ახალშობილზე არ გადავიდა“- მეან-გინეკოლოგი

„პლაცენტა იცავს ახალშობილს ვირუსისგან. ორსულებში არ არის პანიკა და თუ ჩვენ არ დავნერგავთ კარგი იქნება, რადგან ამის მიზეზი არ არსებობს“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თსსუ-ის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელძღვანელმა, მეან-გინეკოლოგმა პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მეან-გინეკოლოგის ინფორმაციით ორსულების მიმართვიანობა სხვა პაციენტებთან შედარებით  ვირუსთან დაკავშირებით მაღალი არ არის, მიუხედავად დაბალი იმუნური სისტემისა, მისივე ინფორმაციით ჩინეთში დაინფიცირებულმა ორსულმა იმშობიარა, თუმცა ახალშობილს ვირუსი არ აღმოაჩნდა.

„პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს ორსულებთან დაკავშირებით, აქ მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაციას რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია არ გაუცია, იყო ჩინეთში შემთხვევა, რომ დედაში არსებული კორონავირუსი ახალშობილზე არ გადავიდა, ასევე ორსულებთან დაკავშირებით არ გვაქვს სტატისტიკა, რომ ორსულების მიმღებლობა არის მაღალი იმ ადამიანებთან შედარებით ვინც მიმართავს კლინიკებს, მიუხედავად იმის, რომ ორსულებში იმუნური სისტემა დაქვეითებიულია პანიკის საფუძველი არ არსებობს” განაცხადა პაატა ჟორჟოლლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჟოჟჯოლიანი რეკომენდაციის სახით ორსულების მიმართაც ჰიგიენის წესების დაცვას გასცემს, როგორც მეან – გინეკოლოგი განმარტავს ორსულობის მართვის ზუსტი წესი არ არსებობს.

მსგავსი თემები