დედაქალაქის მერი დაუსრულებელი მშებლობების საკითხთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლობით დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარების შესახებ მერიის გეგმა გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომპანია „ცენტრ პოინტის” პრობლემაზე. 

კახა კალაძის განცხადებით,  “ცენტრ პოინტის” მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრები ყოველკვირეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ცენტრ პოინტი“ საქმიანობის შედეგად, სამწუხაროდ, გვყავს ძალიან ბევრი დაზარალებული ოჯახი. დედაქალაქის მერიამ დაიწყო ამ პრობლემის მოგვარება. პირველი მსგავსი შემთხვევა გვქონდა სამშენებლო კომპანია „სვეტის” მიერ დაზარალებულებთან დაკავშირებით. ეს პროცესი წარმატებით დასრულდა.  ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ. ვფიქრობ, დღეს ჩვენ იმ ეტაპამდე ვართ მისული, რომ არსებული პრობლემა პროექტების სახით გაგაცნოთ სამშენებლო კომპანიებს, რათა თქვენი ჩართულობითა და ჩვენი მხარდაჭერით შევძლოთ ამ პრობლემის მოგვარება და 6500-მდე ოჯახმა შეძლოს საკუთარი ფართების მიღება”, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი თემები