“დედას გეფიცები, ოქრუაშვილზე საუბარი არ მინდა, მისი ბავშვის ნათლია ვარ”- ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაშმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დღეს საკუთარი ხელმოწერის ნიმუში დატოვა. ამით უნდა დადასტურდეს იმ დოკუმენტის ნამდვილობა ან სიყალბე, რომლითაც ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2-ის” ქონებაზე პრეტენზიას აცხადებს. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით არის დათარიღებული.

ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ მას ირაკლი ოქრუაშვილზე საუბარი არ უნდა, თუმცა აცხადებს, რომ ოქრუაშვილი ნაძირალაა და ყველაფერს კადრულობს.

“დედას გეფიცები, ოქრუაშვილზე საუბარი არ მინდა, მისი ბავშვის ნათლია ვარ. რასაც ვიტყვი ძალიან მძიმე იქნება მისთვის. იმ ბავშვსაც გულს დავწყვეტ. ღმერთის მეშინია. უბრალოდ არის ბოლო კაცი, ნაძირალა და არის გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც შეიძლება კეთილდღეობისთვის ყველაფერი იკისროს,“ – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მსგავსი თემები