დედამ ჩვილი ფანჯრიდან გადააგდო, ბავშვის ცხედარი ნაგვის ბუნკერში იპოვეს

დღეს თბილისში, ერთ-ერთ კორპუსთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა დედამ ახალშობილი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადააგდო.

არსებული ინფორმაციით, 17 წლის გოგონასთვის ეს არასასურველი ორსულობა იყო და მან სახლში იმშობიარა.

სამართალდამცველებმა ბავშვის ცხედარი პოლიეთილენის ცელოფანში გახვეული ნაგვის ბუნკერში იპოვეს, რომელიც დასუფთავების სამსახურმა წაიღო.

“მედიაცენტრი მთავარი” ცდილობს, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაარკვიოს.

მსგავსი თემები