დედამიწის დღის აღსანიშნავად,ვარკეთილში 50 ხე დაირგო

დედამიწის დღის აღსანიშნავად, თბილისში, ვარკეთილის III-მკ.რ-ში, 310-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 ხე დაირგო.

კამპანიაში “გაამწვანე ვარკეთილი” საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია“ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი, საელჩოს წარმომადგენლები  და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

დედამიწის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 175 ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.

მსგავსი თემები