“დედამიწა ჩვენი სახლია, მას ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება”-ლევან დავითაშვილი

დღეს დედამიწის დღე აღინიშნება. საქართველოსთან ერთად, დედამიწის დღეს მსოფლიოს 150 – ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის „გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მართვის გამოწვევები საქართველოში“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა გარემოსდაცვითი პოლიტიკის, გარემოსდაცვითი განათლების, ატმოსფერული ჰაერის და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ასევე კლიმატის ცვლილების საკითხებზე გაიმართა.

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და აღდგენის მიმართულებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) კონფერენციის ორგანიზებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვალიფიციური კადრები და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების პირობაა.

მსგავსი თემები