„დედამიწა იმყოფება ვირტუალურ საავადმყოფოში – დედამიწას აერთიანებს ორი მოწოდება – “დარჩით სახლში” და “ერიდეთ კონტაქტებს“ – ვლადიმერ კახაძე

„დედამიწა ვირტუალურ საავადმყოფოშია, საავადმყოფოში არსებობს სულ სხვა წესი, იქ მოხვედრილი პაციენტი უნდა გამოჯანმრთელდეს, რაც დიდი შემთხვევებში ასე ხდება“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე   პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ექიმმა ვლადიმერ კახაძემ განაცხადა.

ვლადიმერ კახაძე გლობალურ მდგომარეობაზე საუბრობს, სადაც მისივე განმარტებით საქართველო ერთ-ერთი მონაწილეა. კახაძე მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ, რომ თითოეული ადამიანი ცუდი თუ კარგი შედეგების მონაწილე იქნება.

„ჩვენ ველოდებოდით და მომავალშიც ველოდებით მატებას, ყველა ადამიანი მონაწილე ხდება ამ პროცესებისა. დედამიწა საავადმყოფოშია,  საავადმყოფოში არსებობს სულ სხვა წესი, იქ მოხვედრილი პაციენტი უნდა გამოჯანმრთელდეს, რაც დიდ შემთხვევებში ასე ხდება. ჩვენ ველოდებოდით მატებას, მაგრამ ამ მატებას უნდა ჰქონდეს ლოგიკა. ყველა ადამიანს უნდა გვახსოვდეს, ორად ორი მოწოდება რომელიც აერთიანებს დედამიწას, სახლიდან არ გამოხვიდეთ და კონტაქტებს ერიდეთ. ყველა ადამიანი არის მთელის ნაწილი და თითოეული ადამიანის დაზიანება მთელის დაზიანებას იწვევს“ – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ „მედიაცენტ მთავარში“

კახაძე ვაქცინაციის თემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის თემის მოგვარებას შესაძლოა წელიწადიც დასჭირდეს.


„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები