დახლიდან აღებული ასობით კალათა პური ნაგვის მანქანაში იყრება – ვიდეო სოციალური ქსელიდან   

ინტერნეტ მომხმარებელი გიორგი გერელიძე, სოციალურ ქსელ facebook -ში, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლასთან” გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალას აქვეყნებს, სადაც ასახულია კადრები, თუ  “კარფურიდან” გამოტანილი, სავარაუდოდ ვადაგასული პური და სხვა პროდუქტები როგორ იყრება ნაგვის მანქანაში.

ვოტო და ვიდეო მასალის ავტორი შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული გამო და აცხადებს, რომ უკეთესი იქნებოდა, ეს პროდუქტები ნაგავში გადაყრამდე ერთი-ორი დღით ადრე გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგონ, ან ქუჩის ძაღლები გამოკვებონ.

“დავიჯერო იმის შესაძლებლობლა არ არის რომ ერთი დღით ადრე სანამ ვადა გაუვა დაურიგონ ამდენ გაჭირვებულს ან თუნდაც ის კაცი რომ იხვეწება ვეღარ ავუდივარ ამდენი ძაღლის გამოკვებასო, ძაღლებისთვის მაინც გაიმეტონ. თუ გავითვალისწინებთ იმას რამდენი, კარფურის მარკეტია თბილისში, სავარაუდოდ ყოველი დღის ბოლოს, პროდუქტით სავსე ასობით ასეთი კალათი ნადგურდება”, – წერს გიორგი გერელიძე.

​მის სტატუსს სხვა მოქალაქეებიც გამოეხმაურნენ. მათ შორის, მანანა ტარალაშვილი წერს, რომ ანალოგიური მდგომარეობაა რესტორნებში:- “ქორწილის სუფრა ხელუხლებელიც რომ დარჩეს, ყრიან ყველაფერს. თანამშრომელს ადგილზე ჭამის უფლება აქვთ, სახლში წაღების არა! არა და რამდენს მშიერი ოჯახი ელოდება”.

საკუთარი კომენტარი განათავსა ინტერნეტმომხმარებელმა, თამუნა ლომაძემ, რომლის აზრით, საქართველოში ვადაგასული საჭმელი რომ დარიგდეს, აღარავინ შევა მაღაზიაში: ” ეს სურათები და მაგალითები ოდითგანვე განხილვის საგანი იყო. საქართველოში, დამერწმუნეთ იმდენი მშიერია, მასე რომ დაარიგონ, აღარავინ შევა სადილად. ვადაგასულსაც შეჭამს საყიდელი ფული რომ არ ექნება. რა ამაზე უარესს არ ვჭამთ? ხომ ამბობენ, – ვადა რომ გასდის წარწერებს უცვლიანო და განსხვავება მგონი სულაც არ არის. ვადაგასულის ყიდვას უფასოდ მისცენ ურჩევნიათ”.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მსგავსი რამ ხდება არა მხოლოდ “კარფურში”, არამედ “გუდვილშიც” და სხვა დიდ სუპერმარკეტებში, სადაც მომსახურე პერსონალისგან ასეთი განმარტება მიიღეს, – “არ შეიძლება ვადაგასული პროდუქტი, თუნდაც ძაღლს ვაჭამოთ”.

https://www.facebook.com/giorgi.berelidze/videos/pcb.1981179901905998/1981179408572714/?type=3&theater&ifg=1

https://www.facebook.com/giorgi.berelidze/videos/pcb.1981179901905998/1981178568572798/?type=3&theater&ifg=1

მსგავსი თემები