„დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება“ – სუს-ის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპანტების მიერ  ზაზა გახველაძის დაჭრას და დაკავებას ადასტურებს.  

„მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული „სხვილოს ციხის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება“ – ვკითხულობთ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები